სამმხრივი მინისტერიალი ბაქოში

საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი – რეგიონის სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები დღეს ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ.

რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე სამმხრივი შეხვედრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით დიდი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მზარდი საფრთხეებიდან გამომდინარე რეგიონულ თანამშრომლობას გაძლიერება სჭირდება. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა და სავაჭრო-ენერგეტიკული მსხვილი პროექტები დღის წესრიგის მთავარი თემები იყო. განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის მომავალზე გაკეთდა, როგორც სატრანსპორტო და ენერგორესურსების გადაზიდვის მთავარ ალტერნატიულ მარშრუტზე. სამი მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ერთად მსჯელობდნენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი.

„მოამბე“ ბაქოდან, – ნოდარ ჩაჩუა აშუქებდა სამმხრივ მინისტერიალს.