მსჯელობა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომლის მიხედვით, იცვლება საგანგებო სიტუაციების დროს მენეჯმენტის პროცესი, რაც მსგავს პერიოდებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის დროულ ჩართვას გულისხმობს.
ასევე, იცვლება სასტუმროებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისთვის რეგულაციები, უწყება გააკონტროლებს, რამდენად არის მსგავს შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული. ცვლილებები ასევე შეეხება ალტერნატიული ჯარის მოხდის საკითხსაც.