ვითარება სტიქიის ზონაში

შოვში მომხდარი სტიქიიდან უკვე ათი დღე გავიდა – მაშველები და სამხედროები სტიქიის ზონაში მოყოლილ ცხრა ადამიანს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა გუშინ ღამით სამაშველო ოპერაცია დროებით შეჩერდა. მიზეზი წვიმა და მდინარე ბუბას ხეობაში დაწყებული ქვათაცვენა იყო. გამოდარებასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, დღეს დილიდან ვერტმფრენისა და დრონის საშუალებით ტერიტორია კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. ტერიტორიას ამუშავებენ მაშველები.

რა ვითარებაა ახლა შოვში, თეონა ხუბულავა მუშაობს სტიქიის ზონაში და ბოლო დეტალებს ის მოგვაწვდის.