საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ჟურნალისტებთან რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ ილაპარაკა. თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში პირველი ვერტმფრენი სამაშველო ღონისძიებაში სამ საათზე ნაკლებ დროში მონაწილეობდა. მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
რაჭაში დღეს ასევე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მან სამაშველო სამსახურების მუშაობა შეაფასა და სამაშველო საქმიანობაში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.