მეშვიდე დღე მიწისძვრიდან – ვითარება თურქეთსა და სირიაში

12:07, 13.02.2023

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 33 000-ს გადააჭარბა. თურქეთში დაღუპულია 29 605 ადამიანი, სირიაში კი – 4 574. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თურქეთში ამ დროისთვის 233 000-ზე მეტი მაშველი მუშაობს. მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან 148 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ნანგრევებში 159 საათის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, მაშველებმა 10 წლის გოგონა, 55 წლის ქალი და სამი წლის ბიჭი გადაარჩინეს. გაერო-ს ინფორმაციით, ალეპოსა და ლატაკიაში მიწისძვრის მიზეზით უსახლკაროდ დარჩა 350 000-მდე ადამიანი. გაერო-მ სირიის დაზარალებულ რაიონებში 110 ტონა სამედიცინო დახმარება გაგზავნა.

 

მსგავსი