სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მესტიაში

მესტიაში გრძელდება ორი მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. მათ მდინარე ნაკრასა და მდინარე ენგურში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები მეოთხე დღეა ეძებენ. გუშინ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს სწორედ იქ, სადაც მანამდე ავტომანქანა იყო ნაპოვნი.

შეგახსენებთ, სამი მოზარდი 2 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარე ნაკრაში გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა.