თბილისში, ორბელიანის მოედანზე ხანძარი იყო

12:29, 06.01.2024

თბილისში, ორბელიანის მოედანზე ხანძარი იყო. ცეცხლი გვიან ღამით საახალწლო სოფელში ერთ-ერთ ჯიხურს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მომხდარზე რეაგირება დროულად შეძლო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოამბე

 

მსგავსი