ხანძარი თბილისში

ხანძარი იყო გლდანის რაიონში – ცეცხლი ქერჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში გაჩნდა. გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული.