დაკავება კორუფციული გარიგების ფაქტზე

დაკავება კორუფციული გარიგების ფაქტზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისთვის, ორ პირს ბრალდება წარუდგინეს, – ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულები პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში. მათ კლინიკებისგან ქრთამის სახით მიიღეს ჯამში 532 126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა. სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით – 11-დან 15 წლამდე.