მოსამართლეთა სემინარი ბორჯომში

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ევროპული სასამართლოების პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ბორჯომში ევროპელი და ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით ორდღიანი სემინარი გაიმართა. საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის მიერ მოწყობილ სემინარში საქართველოდან 11 მოსამართლე მონაწილეობდა, რომლებსაც ევროპის სასამართლოების საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.

სამუშაო შეხვედრის პროგრამა ევროკავშირში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების შესახებ პრეზენტაციების წარდგენას, სასამართლო გადაწყვეტილებების ირგვლივ დისკუსიის გამართვასა და გახმაურებული საქმეების განხილვას მოიცავდა. დისკუსიაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და საქალაქო, ასევე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები მონაწილეობდნენ.