აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

18:21, 03.06.2026

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს სასამართლო ამ წუთებში. საუბარია ჯგუფებზე, რომლებიც მსურველებს ამერიკის და კანადის ვიზების მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ, რის სანაცვლოდაც გარკვეულ ფულად ანაზღაურებას იღებდნენ. ბრალდებული ცხრა პირიდან ხუთის სხდომა იმართება. პროცესები ორ ეპიზოდადაა გაყოფილი. აღნიშნული ადამიანები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ასევე ყალბი ისტორიების შექმნით, მოქალაქეების ვიზების მიღებას ჰპირდებოდნენ. დანაშაული ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. პროკურატურამ ნაწილს ბრალი დღეს დილით წარუდგინა ოფიციალურად.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებისთვის ამერიკის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს პროკურატურას. განცხადებაში ნათქვამია, რომ დამნაშავეები პროკურატურის და ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად გამოვლინდა.

მსგავსი