იუსტიციის სახლი ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების გამარჯვებულია

15:23, 03.06.2026

იუსტიციის სახლი ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების გამარჯვებულია. მას კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი მიენიჭა. აღიარება ევროპის მასშტაბით ინოვაციური, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების გამოვლენისა და დაჯილდოების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პლატფორმაზე გამოქვეყნდა. კონკურსი აერთიანებს სახელმწიფო უწყებებსა და ინოვაციურ პროექტებს მთელი ევროპიდან, რომლებიც თანამედროვე, მოქნილ და მოქალაქეზე მორგებული სერვისების დანერგვის მიმართულებით გამორჩეულ პრაქტიკებს ქმნიან.

აღინიშნა, რომ „მობილური იუსტიციის სახლის“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს წარმატებას სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის, ინოვაციური მმართველობისა და მოქალაქეზე ორიენტირებული რეფორმების მიმართულებით.

 

მსგავსი