ამ წუთებში ხაიშში, ჭუბერისა და ხაიშის თემის მოსახლეობის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის მონაწილეებმა არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები უნდა ჩამოაყალიბონ. ამის შემდეგ კი, მათ სამთავრობო გუნდი შეხვდება. უნდა მოხდეს შეთანხმება, რა უნდა გაკეთდეს ქვედა ზონის სოფლებში, რა იყოს მოსახლეობის დასაქმების წყარო, რითი უნდა ჩაანაცვლონ ხე-ტყის ჭრა იმ ნაწილში, სადაც ადგილი აქვს უკანონობას. ასეთი შეხვედრის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც 26 ივლისს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა ჭუბერსა და ხაიშის თემში ხის რამდენიმე საამქრო დალუქა, მოგვიანებით კი ხაიშში სპეცრაზმი შევიდა. ხაიშში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება სწორედ ამ შეთანხმებით დასრულდა.
ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებას და საარსებოდ ალტერნატიულ შეთავაზებას ელოდება.