ხე-ტყის უკანონო ჭრა

ხე-ტყის უკანონო ჭრის საგამოძიებო მოქმედებები ჭუბერსა და ხაიშში.

რა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ადგილობრივმა მოსახლეობამ დღევანდელ შეხვედრაზე და რას შესთავაზებს მათ ხელისუფლება.

ამჟამად, ხაიშსა და ჭუბერში მდებარე ყველა საწარმოში მუშაობა შეჩერებულია. 26 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ხე – ტყის უკანონო ჭრის ფაქტების შესასწავლად ხეობაში შევიდნენ.

სამართალდამცველებს ადგილობრივებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს და მათ ქვები და ჯოხები ესროლეს. ამის შემდეგ ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება მოხდა.

რამდენიმესაათიანი გზის გადაკეტვის შემდეგ, მოსახლეობა და ხელისუფლება მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ.