აფრასიძეების საქმე

2004 წელს სვანეთში, აფრასიძეების ოჯახში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ომეხ და ევგენ აფრასიძეები დაიღუპნენ.

მაშინდელი ხელისუფლება აფრასიძეებს სხვა დანაშაულებთან ერთად, ლევან კალაძისა და 15 წლის მარიამ გოგინაშვილის გატაცებაში ადანაშაულებდა და სპეცოპერაციის ჩატარებას ამ მიზეზით ხსნიდა, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა.

„ახალი კვირა“ აფრასიძეების ოჯახის წევრებთან ერთად მესტიაში, სოფელ ეცერში ჩავიდა, სადაც ისინი დეტალურად ყვებიან სპეცოპერაციის ღამეს.

ასევე ნახეთ, როგორ პასუხობს ოჯახის ბრალდებას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე და თავად როგორ იხსენებს 2004 წლის 24 მარტს.

დატოვე კომენტარი