საეჭვო ზარები გაუჩინარების შემდეგ

27 წლის ნიკა საღირაშვილი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ორი წლის წინ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრედ, სოფელ ქორდიდან დაიკარგა.

სოფელი ქორდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ოჯახის ვერსიით, ნიკა რუსმა სამხედროებმა დააკავეს და მას შემდეგ გზა-კვალს ვერ მიაგნეს.

ნიკა საღირაშვილს ყვითელი ცირკულარით ინტერპოლიც ეძებს. საღირაშვილის საქმეში ყველაზე საინტერესო ოჯახში შემოსული ზარებია. ჯერ ქუვეითის სამხედრო ჰოსპიტალიდან, შემდეგ მოსკოვიდან, ბოლოს კი საუდის არაბეთიდან, თუმცა გამოძიებამ დღემდე მის კვალს ვერ მიაგნო. მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც.