პუტინის მეოთხე კორონაცია

პუტინი სპორტულ დარბაზში, ცხენზე, წყლის ქვეშ, პუტინი ავიაგამანდგურებლში, ჰოკეის მოედანზე, ტატამზე – 18 წლის განმავლობში რუსეთის უცვლელი პრეზიდენტი, ამომრჩეველს უმრავ ამპლუაში ჰყავს ნანახი.

ცნობილი რუსული საბავშვო გადაცემა „ძილი ნებისა, პატარებო“ პერსონაჟების მსგავსად, რუსეთში პოლიტიკური სცენის მთავარი გმირები არ იცვლებიან. დღეს რუსეთში პრეზიდენტს უკვე მეშვიდედ აირჩევენ, თუმცა სურათის ცვლილებას არავინ ელოდება.

ერთადერთი, რითაც 2018 წლის 18 მარტს არჩევნები მსოფლიო ისტორიაში შევა. ეს არის ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული, რომლის მცხოვრებლები დღეს არა უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნის – რუსეთის ლიდერს აძლევენ ხმას.

პუტინის მმართველობა ლევან ახალაიას სიუჟეტში.