რა მოხდა გუდაურში

გასულ კვირას მთელმა მსოფლიომ ნახა უკუსვლით, მთელი სისწრაფით დატრიალებული გუდაურის საბაგიროს ავარიის მძიმე და საშინელი კადრები.

საბედნიეროდ, ამ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საკმაოდ ოპერატიულად იმუშავეს მაშველებმაც, რომლებმაც  11 დაშავებული ტურისტი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში გადაიყვანეს.

საბაგირო გზას მასშტაბური შემოწმება ბოლოს დეკემბერში ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღეს დილიდან საგამოძიებო საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვნენ.