#ახალიკვირა სოხუმის მცველები

დღე, როდესაც სოხუმი გადარჩა. ამ დღეს ქართველი მეომრების თავდადებისა და გმირობის წყალობით ქალაქ სოხუმის შენარჩუნება ექვსი თვით შევძელით.

25 წლის წინ, 1993 წლის 15 მარტს, სამი დღის განმავლობაში, რამდენიმე ასეულმა ქართველმა მებრძოლმა, მოწინააღმდეგის რამდენიმეათასიან არმიას და რუსულ ავიაციას წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწია და ბრძოლაში გამარჯვებაც მოიპოვა.

ეს თარიღი საქართველოს უახლესი ომების ისტორიაში გამორჩეულია. ამ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა არტილერისტების ზუსტმა მოქმედებამ. მას შემდეგ 15 მარტი საქართველოში არტილერისტების დღედ გამოცხადდა.

დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილე 70 ათასამდე ვეტერანი გვყავს. ამ ბიჭების ერთადერთი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობაა და კიდევ ყოველთვიური 22 ლარი, აი ასე ვაფასებთ ჩვენ სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლებში მონაწილეებს, სამწუხაროდ.