ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

12:05, 08.06.2019

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო და ნაპირსამაგრი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურები. ამ ეტაპისთვის ხდება მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრება და პრევენციის ღონისძიებები.

სოფელ ჭუბერში, უხვი ნალექის შედეგად, ნენსკრას ხეობაში არსებული შენაკადი მდინარე დევრა გუშინ ადიდდა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ პაპალარასა და დევრულას ხიდი დააზიანა, ჭუბერის ცენტრში კი ორ ადგილზე დამბა გახეთქა. დატბორილი იყო სოფლის ცენტრი.

მსგავსი