შეხვედრა ჭუბერის და ხაიშის მოსახლეობასთან

ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის მასალებით დატვირთული მანქანები ისევ დაკავებული რჩება. ადგილობრივ მფლობელებს გასაყიდად გამზადებული პროდუქცია იმ შემთხვევაში დაუბრუნდებათ, თუ დოკუმენტაცია წესრიგში იქნება. ასე დასრულდა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი პირობებით იყო მისული. ჭუბერის და ხაიშის მცხოვრებლები შემოსავლის ალტერნატიულ წყაროს ითხოვდნენ. მინისტრებმა კი ადგილობრივებს სატყეო კოდექსის ახალი პროექტი გააცნეს, რომლის მიხედვით ხე-ტყის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. განხილვის თემა იყო რეგიონის განვითარების გრძელვადიანი გეგმაც, რომელიც სვანეთში ტურიზმის განვითარებას, ხე-ტყის ნარჩენების გადამამუშავებელი საამქროების გახსნას და ადგილობრივთა დასაქმებას  გულისხმობს.