ჭუბერში აღდგენითი სამუშოები დილიდან განახლდა

ჭუბერში, წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ ადგილზე, აღდგენითი სამუშოები დილიდან განახლდა. ადგილზე მობილიზებული მძიმე ტექნიკა მდინარის კალაპოტს წყალდიდობის დროს ჩამოტანილი მასალისგან წმენდს. ადგილზე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი. მისი განცხადებით, რომ არა გასულ წელს, ჭუბერში მომხდარი სტიქიის შემდეგ ჩატარებული აღდგენითი, სტიქიის საპრევენციო და კალაპოტის მოწყობის ღონისძიებები, დღეს რთული შედეგი იქნებოდა.

ადგილზე იმყოფება საქართველის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლობა. მათი განცხადებით, ჭუბერში ხვალიდან ექსპერტები იმუშავებენ. ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია და წყლის დონემ იკლო.

დატოვე კომენტარი