ვითარება ხაიშში

ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოები ამ დრომდე არ შეუმოწმებიათ მესტიის რაიონში.

მოსახლეობის პროტესტის გამო საგამოძიებო მოქმედებები არც კი დაწყებულა. სამართალდამცავებმა ჭუბერი და ხაიში დატოვეს. მთავრობის წარმომადგენელთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მხარეები მხოლოდ ხაიშის გადაკეტილი გზის გახსნაზე შეთანხმდნენ. ადგილობრივები ხე-ტყის მოპოვება-დამუშავებას შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ კანონდარღვევით არცერთი ობიექტი მუშაობს.

ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები გრძელდება.