სოზარ სუბარი ჭუბერის მცხოვრებლებს შეხვდება

12:06, 13.08.2018

სოზარ სუბარი ჭუბერის მცხოვრებლებს შეხვდება.

შეხვედრაზე განიხილავენ ჭუბერისა და ხაიშის თემის მოსახლეობის შეხედულებას თემების მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების შესახებ. მოსახლეობა ამ საკითხზე თითქმის ორი კვირა მუშაობდა. ადგილობრივები, ძირითადად, ხე-ტყის დამუშავებით არიან დაკავებულნი, სხვა შემოსავლის წყარო მათ არ გააჩნიათ. ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოების დალუქვა ადგილობრივებმა 26 ივლისს გააპროტესტეს, რასაც ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მსგავსი