სტიქია რეგიონებში - ხარაგაულსა და ჭუბერში ზარალს ითვლიან

სტიქია ხარაგაულში. მუნიციპალიტეტის სოფლებში ზარალს ითვლიან. უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სახლები, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დახოცილია შინაური ფრინველი და ცხოველი. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. წაღებულია ხიდები. ერთ-ერთ სოფელში რაიონულ ცენტრს 500-მდე ოჯახი მოსწყდა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ჭუბერში, სადაც წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ ადგილზე მუშაობა დილიდან განახლდა.