რამ გამოიწვია და რა უძღოდა წინ ჭუბერის დამანგრეველ სტიქიას – ექსპერტების დასკვნა

21:20, 14.07.2018

რამ გამოიწვია და რა უძღოდა წინ ჭუბერის დამანგრეველ სტიქიას? სვანეთში განვითარებული პროცესების შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტო საბოლოო ანგარიშს ავრცელებს. კვლევის შედეგებით დგინდება, რომ სტიქიის მიზეზი,  ხეობაში მოსული  უხვი ატმოსფერული ნალექი და მაღალი ტემპერატურის გამო, ნარჩენი თოვლისა და ყინულის დნობა გახდა.

სტიქიების პრევენციისთვის სააგენტოს სპეციალისტების მიერ რეკომენდაციებიც მომზადდა, რაც ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგული ქსელის შექმნასა და ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორცილებას ითვალისწინებს.

ვაკო ორმოცაძე გიამბობთ.

 

მსგავსი