ქუჩის პროტესტი, დაუმორჩილებლობა და საბოტაჟი, „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ საკუთარ გეგმაზე „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი საუბრობს. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, მის „ტელეგრამ“ არხზე უკვე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან ქუჩის პროტესტში მონაწილეობა მიიღონ. ჯაფარიძე აქამდე ჩატარებული დიდი აქციების წარუმატებლობის მიზეზებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა მისი მთავარი ამოცანა დაუმორჩილებლობის მონაწილე ადამიანთა რაოდენობის ათეულობით ათასამდე გაზრდაა. მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე აქტიურად მუშაობს, რადიკალური მოწოდებების გაჟღერება მიუღებელია როგორ მმართველი გუნდისთვის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვისაც – რა პერსპექტივა აქვს ზურაბ ჯაფარიძის გეგმას – ნოდარ ჩაჩუა გიამბობთ.