ერთობლივი პლატფორმა

პარტიებმა „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროამ“ ერთობლივი პლატფორმის „მონა.ჯი“ პრეზენტაცია გამართეს. პარტიის წევრების თქმით, ეს პლატფორმა დანაშაულებრივი სისტემისა და რუსეთის მსახურების საჯარო მხილების მათ მიერ შემუშავებული მექანიზმია. როგორც პროექტის შემქმნელები განმარტავენ, პლატფორმის მიზანია, რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების მხილება და მათი გასაჯაროება, შემდგომში კი ამ ადამიანების ვინაობის შენახვა ციფრულ ფორმატში.