ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ 7-8 მარტის საპროტესტო აქციებში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო. მათ 2 500-2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ. პოლიცია ჯაფარიძესა და მოსიაშვილს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობაში ედავებოდა. ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.