ომბუდსმენის სამძიმარი

12:14, 20.11.2026

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო დამცველი. ომბუდსმენი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს უბედური შემთხვევა შეეხო. სახალხო დამცველი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს და ამ მძიმე წუთებში ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს. სახალხო დამცველი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს მაშველების მიმართ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდნენ ადამიანების გადასარჩენად.

მსგავსი