რას ისახავს მიზნად 24 თებერვლის აქცია

სამი ოპოზიციური პარტია – „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ აქციას აანონსებენ. მათი თქმით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სურვილი აქვთ, რომ პროტესტს შეუერთდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, ეს შეკრება იმისთვის დაიგეგმა, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს, სად დგას ქართველი ხალხი.