ლექცია რუსთაველზე

ბორჯომში ჩაშლილი სემინარის შემდეგ, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებმა საჯარო ლექცია რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართეს. ლექცია ზოგად თემებს ეხებოდა, მისი დასრულების შემდეგ კი საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ლექციას როგორც პარტიის მხარდამჭერები, ისე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები ესწრებოდნენ.