„გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივი პლატფორმა

პარტიებმა „გირჩი –  მეტი თავისუფლება“ და „დროა“ მათივე შექმნილ ვებგვერდ მონა.ჯი-ზე ძალოვანებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ ინფორმაცია განათავსეს. მათ შორის არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მოსამართლე, პროკურორი და სხვა. როგორც დღეს განაცხადეს, განახლებული სიის პრეზენტაცია ყოველ სამშაბათს მოხდება და მათივე თქმით, საელჩოებს მუდმივ რეჟიმში გადაეგზავნებათ. ორი პარტიის პროექტს აკრიტიკებს ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი ინიციატივის ავტორებს შავი სიების შექმნასა და ლინჩის წესით ადამიანების გასამართლების მცდელობაში ადანაშაულებენ.