დაკავება ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე

ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს. პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს ფიზიკურად გორში გაუსწორდნენ, მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. გამოძიება დაწყებულია ბორჯომის სასტუმროსთან მომხდარ ინციდენტზეც. სასტუმროში, სადაც პარტიის სემინარი უნდა გამართულიყო, პრესსამსახურის ინფორმაციით, 60-მდე უცნობი პირი მივიდა და ქვების სროლა დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.