ზურა ჯაფარიძის დაკავება - განცხადება პარტიაში

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მდგომარეობის შესახებ სამი ოპოზიციური პარტიის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზურა ჯაფარიძეს საპროტესტო აქციაზე საპოლიციო ძალები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მის წინააღმდეგ ხელკეტი გამოიყენეს. „დროას” წევრის, გიგა ლემონჯავას თქმით, ზურა ჯაფარიძე ჰოსპიტალიზაციასა და შესაბამის სამედიცინო კვლევებს საჭიროებს.