გამოხმაურება ბორჯომის ინციდენტზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს ბორჯომში, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე და ბანაკისკენ მიმავალ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, – ვკითხულობთ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლევან იოსელიანი ფაქტს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში შეისწავლის.

ამასთან, ომბუდსმენი სამართალდამცველებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს და სთხოვს, დაადგინონ, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები წინასწარ ორგანიზებული.

მომხდარი დაგმეს პოლიტიკურ სპექტრშიც. ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმაც საქართველოში.