საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა

21:21, 20.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სამუშაო კვირა დასრულდა. განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა მხარეებს შორის კითხვა-პასუხის ეტაპი. პაექრობა მოსარჩელე მხარემ დაიწყო. ყოფილი ხელისუფლების დროს მომხდარი დანაშაულები, აგვისტოს ომი, ევროსაბჭოს რეზოლუცია და სხვა საკითხებთან დაკავშირებული კითხვები დაპირისპირებისა და ბრალდებების მიზეზი არაერთხელ გახდა. კვირის ბოლოსკენ კითხვები უკვე მოსარჩელე მხარემ დასვა. პირველმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა. ხმაურიანი აღმოჩნდა დღევანდელი სხდომაც. მოსამართლემ დარბაზიდან ერთ-ერთი მოპასუხე გააძევა.

ნათია ქენქაძე ბათუმიდან #მოამბე

მსგავსი