მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევა ბათუმში

ბათუმში მედპერსონალის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. სულ აჭარაში კოვიდ-19 რვა ადამიანს აქვს დადასტურებული. პარალელურად, ბათუმის შესასვლელში მოწყობილია ბლოკ პოსტი. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები. აქტიურად მიმდინარეობს ქალაქში შემავალი ყველა ავტომობილის შემოწმება. მერაბ წულუკიძიას ჩართვა.