ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში დამნაშავედ ცნო და ერთწლიანი პირობითი „სასჯელი“ მიუსაჯა, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. ინფორმაციას ამის შესახებ, ოსური მედია ავრცელებს. ამასთან, ე.წ. სასამართლომ მაია ოთინაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ოსური მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოთინაშვილი ქართულ მხარეს დღეს სოფელ ერგნეთთან გადასცეს.
საოკუპაციო ძალებმა მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს.