ოკუპირებულ ახალგორთან ე.წ. გადასასვლელები გაიხსნა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, სამი წლის განმავლობაში ჩაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტები დღეს გაიხსნა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. პუნქტების გახსნა სააღდგომო დღესასწაულს უკავშირდება და ის 25 აპრილის ჩათვლით იქნება გახსნილი. ე.წ. პუნქტების გახსნის შესახებ კონსენსუსის მიღწევა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი.