ვითრება ოკუპირებულ ახალგორში

ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიიდან დღეს კიდევ 40-მდე პენსიონერი გადმოვიდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.  გადასასვლელი დროებით არის გახსნილი. ათი დღის განმავლობაში, პენსიონერებმა უნდა მოასწრონ პენსიის აღება და სახლებში დაბრუნება. პენსიას მათ საქართველოს ხელისუფლება ურიცხავს.