ოკუპირებულ ახალგორთან ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, სამი წლის განმავლობაში ჩაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტები მეორე დღეა გაიხსნა. მოსახლეობას ოკუპირებულ ახალგორში საფეხმავლო გზით გადასვლა სააღდგომო დღეებში შეუძლია. საავტომობილო გადაადგილება ისევ შეზღუდულია. პუნქტები აღდგომასთან დაკავშირებით 25 აპრილის ჩათვლით იქნება გახსნილი.

რამდენად აქტიურად სარგებლობს მოსახლეობა გადასასვლელით და ხომ არ არის რაიმე შეფერხება? – ნინო ფისაძე ადგილიდან პირდაპირ ეთერში.