სუს-ის წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან

საქართველოს ორი მოქალაქე ოკუპირებული ახალგორის საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი, რვა თვის ორსულ მეუღლესთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და დე ფაქტო რეჟიმს თავშესაფარი და ე.წ. მოქალაქეობა სთხოვა. აღნიშნული ინფორმაცია სუს-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომლებიც ამ წუთებში საოკუპაციო ძალების მიერ ექვსი თვის წინ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებიან.