ვითარება ოკუპირებულ ახალგორში

ვითარება ოკუპირებულ ახალგორში – მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება ე.წ. გადასასვლელის გახსნას, რომელიც თითქმის ოთხი თვეა ჩაკეტილია. უკანონო შეზღუდვამ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მოსახლეობა ვერ იღებს პენსიებს და საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რის გამოც, მათი ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება.