შალვა ნათელაშვილის განცხადება

ოკუპირებულ ახალგორში არსებულ ვითარებას შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი სოფელ ოძისში ჩავიდა და საქართველოს მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა. ნათელაშვილი ადგილზე არსებული ვითარების შესწავლისკენ ევროკავშირს მოუწოდებს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას კი ე. წ. გადადასასვლელების გახსნამდე ოკუპირებული ტერიტორიების თავზე ფრენების აკრძალვისკენ მოუწოდებს.