შემთხვევა ოკუპირებულ ახალგორში

ოკუპირებულ ახალგორში, ჭაში ჩავარდნისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე კვლავ ცხინვალის საავადმყოფოში რჩება. ამ დრომდე უცნობია როდის მოხერხდება მისი თბილისში გადმოყვანა.

ოჯახი დახმარებას ითხოვს. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალისგან პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიუღიათ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია „წითელი ჯვარი“ და ჟენევის თანათავმჯდომარეები. გააქტიურებულია  ცხელი ხაზი.