ოკუპირებულ ახალგორში, ჭაში ჩავარდნისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე კვლავ ცხინვალის საავადმყოფოში რჩება. ამ დრომდე უცნობია როდის მოხერხდება მისი თბილისში გადმოყვანა.
ოჯახი დახმარებას ითხოვს. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალისგან პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიუღიათ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია „წითელი ჯვარი“ და ჟენევის თანათავმჯდომარეები. გააქტიურებულია ცხელი ხაზი.