სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადება

ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ნაწილობრივ გახსნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. „ცალსახად მისასალმებელია ჰუმანიტარული მიდგომით განხორციელებული ყველა მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ, – ვკითხულობთ განცხადებაში. ამავე დროს, ტექსტში იმ მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებაც არის საუბარი, რაც დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.