კონსულტაცია ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე

12:20, 14.06.2022

მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის საკითხზე კონსულტაციები დღეს გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო დელეგაციას ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობს. ​რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებულ ცხინვალში 17 ივლისს იყო დანიშნული.

მსგავსი