კონსულტაცია ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე
მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის საკითხზე კონსულტაციები დღეს გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო დელეგაციას ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობს. რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებულ ცხინვალში 17 ივლისს იყო დანიშნული.